მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  2021 წლის 26 სექტემბრის №821939,  №821946 და №821951 ბრძანებების თანახმად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2021 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  • წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;
  • ანალიტიკური წერა - 6,0 ქულა;
  • ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 4,8ქულა.

Ø აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში და ასევე ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ან გასაუბრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ენაში (იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტმა ვერ წარმოადგინა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტი)

Ø საგამოცდო ფურცელს (ინფორმაციას გამოცდის თარიღის და ადგილის შესახებ) აპლიკანტები მიიღებენ ფაკულტეტებიდან განაცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ფაკულტეტების მიხედვით ჩატარდეს: 2021 წლის 15 და 16 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2),კოსტავას ქ.N68 (იხ. ქვემოთ გამოცდების განრიგი)

საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე 2021 წლის 17 სექტემბრიდან 1200 საათიდან 18 სექტემბრის 1300 საათამდე, მათი განხილვა _18 სექტემბერს 1700საათამდე.

სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის შემდეგ) გამოცხადდეს ამაწლის 20 სექტემბერს და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

 ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იმ აპლიკანტთათვის, ვინც შემოიტანა განაცხადი სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე  მაგრამ,  სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდების პერიოდში დაუდასტურდათ კოვიდინფექცია და ვერ მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, დამატებით დაინიშნოს სასპეციალიზაციო გამოცდები და სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების შესაბამისად  გამოცდა ან გასაუბრება უცხო ენაში - 27 სექტემბერს“;





 

სიახლეებში დაბრუნება