მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

30 დეკ

გილოცავთ დამდეგ 2023 წელს!

"სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ყველა თანამშრომელს და სტუდენტებს ვულოცავ ახალ 2023 წლის შემობრძანებას. გისურვებთ ჯამრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს.
ყველა სიახლე

დასრულდა საჯარო ლექციების ციკლი ქალაქების მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ

14-07-2022

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტზე დასრულდა საჯარო ლექციების ციკლი ქალაქების მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ, რომელსაც გერმანელ ლექტორებთან ერთად უძღვებოდნენ ქართველი ლექტორები. ლექციების ძირითადი ნაწილი წაკითხული იქნა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, რომელსაც გარდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა, ესწრებოდნენ ილიაუნისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ლექციების ციკლის ხელსშეწყობა განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის “მობილობა
ქალაქებისთვის” მეშვეობით.
    საჯარო ლექციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა სატრანსპორტო მოძრაობით განპირობებული გარემოს დაბინძურების, მობილობის უსაფრთხოების, ქცევისა და დაგეგმვის საკითხებზე.
    საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ დღეს, 14 ივლისს, ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ოთარ გელაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორმა, ქალბატონმა მარტინა კოლბმა აქტიურ სტუდენტებს გადასცეს სერთიფიკატები.





 

სიახლეებში დაბრუნება