მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

31 დეკ

გილოცავთ ახალ 2022 წელს!

ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო გილოცავთ ახალ 2022 წელს. ჯამრთელობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ.წარმატებები ჩვენს ფალულტეტს.


ყველა სიახლე

კომპანია "ავტობანის" შეხვედრა სტუდენთებთან

17-12-2021

   "შეხვედრები დამსაქმებლებთან" სერიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ კომპანია "ავტობანის" დამფუძნებელი და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებმაც საქმიანი შეხვედრები გამართეს ფაკულტეტის სტუდენტებთან და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

   


    შეხვედრის მიზანი იყო ორმხრივი ინფორმაციის გაზიარება შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა და პოტენციური შესაძლებლობების განხილვის მიზნით. შეხვედრაზე წამოდგენილი იყო პრეზენტაციები და ხედვები სამომავლო ურთიერთობებზე. ასევ "ავტობანის" წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს კონკრეტული ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების მიზნით.

     

      

ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა გააქტიურდეს მუშაობა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება - განვითარებაში მონაწილეობას, მხარეთა სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში.



 

სიახლეებში დაბრუნება