მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

31 დეკ

გილოცავთ ახალ 2022 წელს!

ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო გილოცავთ ახალ 2022 წელს. ჯამრთელობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ.წარმატებები ჩვენს ფალულტეტს.


ყველა სიახლე

ძვირფასო სტუდენტებო!

01-12-2021

შუასემესტრული გამოცდების ცხრილი



საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ:

ურადღებით გაეცანით გამოცდების ცხრილს და წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის გამოცდა. შესაბამისად, 4 დეკემბრამდე თქვენი სამომხმარებლო სახელითა და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია elearning.gtu.ge-სა და testing.gtu.ge-ზე. გადაამოწმეთ, ხედავთ თუ არა ყველა სასწავლო კურსს, რომელიც მიმდინარე სემესტრში გაქვთ სასწავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნები ასევე, უნდა გიჩანდეთ vici.gtu.ge-ზე). თუ, რომელიმე სასწავლო კურსი არ ჩანს თქვენს გვერდზე, ან ვერ შედიხართ სისტემაში, ან აღმოაჩენთ სხვა პრობლემას, გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა.

ფორმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პორტალებზე: elearning.gtu.ge, testing.gtu.ge, vici.gtu.ge შესასვლელად, მომხმარებლის სახელში შეგყავთ უნივერსიტეტის მიერ თქვენთვის გადმოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართი, ხოლო პაროლში - პირადი ნომერი.

 

სიახლეებში დაბრუნება