01 თებ

ფაკულტეტის საბჭოს წევრების საყურადღებოდ:

2021 წლის 5 თებერვალს 11-00 საათზე Zoom-ის საშუალებით გაიმართება  სატრანსპორტო და  მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, სადაც დეკანობის კანდიდატი წარადგენს სამოქმედო გეგმას.
02 დეკ

ინფორმაცია შუასემესტრული გამოცდების განრიგის შესახებ

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში - 2020 წლის 7-დან 12 დეკემბრის ჩათვლით, პირველი 8 სასწავლო კვირით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, შესაბამისი ცხრილების მიხედვით
ყველა სიახლე

30 ივლისს გაიმართა ალექსი ნიკოლაიშვილის დისერტაციის დაცვა

31-07-2020

     2020 წლის 30 ივლისს ჩატარდა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს „ტრანსპორტი“ პირველი სხდომა საბჭოს 17 წევრიდან ესწრებოდა 16 წევრი, სადაც სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის N510 „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტის დოქტორანტმა ალექსი ნიკოლაიშვილმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლება ლოკომოტივის მწარმოებლურობის გაზრდით“, რომელსაც მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში 0407.

P.S. N510 „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტი ულოცავს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს და თავად დეპარტამენტის დოქტორანტს ალექსი ნიკოლაიშვილს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ მეცნიერულ წინსვლას 







 

სიახლეებში დაბრუნება