სამშენებლო მანქანებისა და მექნიკური მოწყობილობების აკადემიური მიმართულება

კორპორატიული საღამო VOLVO-ს ცენტრში

11/06/2015


6 ნოემბერს წიწამურში, შპს ელიტმოტორსის ბაზაზე, VOLVO-ს ცენტრში გაიმართა კორპორატიული საღამო თემატიკით საერთაშორისო წამყვანი ბრენდების ინოვაციები და ტექნოლოგიები მძიმე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის განხრით.
მოწვეული იყვნენ სტუ-ს რექტორი,  სატრანსპორტო – მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ხელმძღვანელები და სტუ-ს შესაბამისი აკადემიური მიმართულების სპეციალისტები.
მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი პროფ. მირონ ფირცხელანი.
საღამოს მსვლელობაში დაისახა ღონისძიებანი საქართველოში დიდი ენერგეტიკული ობიექტების, კერძოდ, ნენსკრაჰესის მშენებლობისათვის შესაბამისი პროფილის მექანიზატორებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის (წელიწადში 100 სპეციალისტის) მომზადების საკითხები სტუ-ს, VOLVO-ს და ელიტმოტორსის მონაწილეობით.
ელიტმოტორსის გენერალური დირექტორის ზვიად ანთელიძის ინფორმაციის საფუძ-ველ¬ზე საღამოს მასალები გამოქვეყნდა უცხოენოვან ჟურნალში. 

სიახლეებში დაბრუნება