19-07-2013
განცხადება
ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად:
- ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
- საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული (მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის) ხარისხი.
კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის სტაჟი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
- დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ);
- შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
- სამეცნიერო გრანტების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია);
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთები მიიღება 2013 წლის 19 ივლისიდან 20 აგვისტოს 1700 საათამდე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის 29 აგვისტოს;
საბუთები მიიღება ინსტიტუტ ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას ქ. 47, მე-6 სართული, ოთახი 18.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საბუთები წარმოდგენილი იყოს ბეჭდური და ელექტრონული ფორმით.
საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე:
tech@caucasus.net.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ: 233 53 15, 233 51 22.
პასუხისმგებელი პირი - მეგი თათარაშვილი