მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი

16-07-2013
()იპსაქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი
აცხადებს
 
                  ღია კონკურსს საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად 4 წლის ვადით
1. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების განყოფილების გამგე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშ.  ერთ.
2. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების, მათი გამოყენებისა და ტურიზმის განყოფილების გამგე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშ. ერთ. ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშ.ერთ. და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშ. ერთ.
3. მიწის, წყლის და ტყის რესურსების, მათი გამოყენებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშ.Eერთ., მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშ.ერთ.
 
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დამატებითი ინფორმირება და განცხადებების მიღება იწარმოებს საკონკურსო კომისიის მიერ 2013 წლის 25 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა) 10.00 საათიდან 15.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას 67, სტუ-ს მე-10 კორ., მე-5 სარ., ტელ.: 2223216, 222 7666.
ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე კონკურსი ჩატარდება 2013 წლის 7 აგვისტოს, ხოლო სამეციერო თანამდებობებზე კი - 2013 წლის 12 აგვისტოს.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება შესაბამისი კონკურსის ჩატარების დღესვე ცენტრის საინფორმაციო დაფაზე.
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება შესაბამის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოქმის დღიდან.
 
II. საკონკურსო პირობები
          1. კონკურსის ძირითადი პირობები:
 ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
   გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
   2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; ხოლო უფროსი და მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობების დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი;
         3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
 ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 ბ) ავტობიოგრაფია ;
 გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
 დ) გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
 ე) ერთი ან რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
 ვ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი) (სასურველია);
 ზ) მოპოვებული (ან მისი მონაწილეობით შესრულებული) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);
 თ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია);
   ი) ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.);
  კ) 2 ცალი ფოტოსურათი 3X4.
 
III. კონკურსის ჩატარების წესი
 1. კონკურსი ჩატარდება ცენტრის დებულების, ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესახებ დებულებების შესაბამისად, რომელთაც კონკურსანტი გაეცნობა ცენტრის საკონკურსო კომისიაში.
2. კონკურსში გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სხვა მიღწევები და დამსახურება, ასევე გასაუბრების შედეგი.
 3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის ადმინისტრაცია
                   
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11