მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი

23-05-2013
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საკვლევ-გამოყენებით ნომინაციაში საუნივერსიტეტკონკურსს
 
 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიმართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემის“ განხორციელების მიზნით
 
 
I. საკონკურსო განაცხადების (პროექტების) მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის და საკონკურსო განაცხადების (პროექტების) მიღება იწარმოებს საკონკურსო კომისიის მიერ 2013 წლის 27 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 1000-დან 1500 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება 2013 წლის 30  ივნისამდე. საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2013 წლის 25 ივნისს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.gtu.ge
კონკურსში გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება გაფორმდება 2013 წლის 1 ივლისიდან.
 
II. საკონკურსო პირობები
 
ძირითადი მოთხოვნა. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემა“ წარმოადგენს ინფორმაციულ-ანალიტიკურ სისტემას უნივერსიტეტის ორგანიზაციული, სასწავლო, სამეცნიერო და სხვა პროცესების მართვისათვის. იგი საშუალებას უნდა იძლეოდეს სისტემური მიდგომით კომპლექსურად  გადაწყდეს უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ოპერატიული და გრძელვადიანი ამოცანები. ავტომატიზაციის გზით  მართვის სფეროში უნდა მოექცეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყველა საკითხი.
 
სისტემის დანერგვის შედეგად:
  • ამაღლდება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების  წარმართვაში  ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვის დონე;
  • გამარტივდება და გამჭვირვალე გახდება ორგანიზაციულ, ფინანსურ, სასწავლო და სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები;
  • გამარტივდება და სრულყოფილი გახდება მართვითი საკითხები;
  • შემცირდება მატერიალური დანახარჯები.
 
საკონკურსო განაცხადი (პროექტი) უნდა მოიცავდეს:
  • კონკურსანტის გამოცდილებას, შესრულებული პროექტების ანოტაციებს;
  • სისტემის აგების და ფუნქციონირების კონცეფციას;
  • სისტემის საშუალებით გადასაჭრელი საკითხების ფორმალიზების (ამოცანების ჩამოყალიბების)  გეგმას;
  • ამოცანის გადაჭრის რეალურ და დასაბუთებულ კალენდარულ გეგმას.
 
სისტემა უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად და სრულად უნდა დამთავრდეს 18 თვეში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 08 მაისის N85  ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია
 
(მისამართი: 0175, თბილისი, კოსტავას ქ.N77, სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N341. ტელ. 236 54 50)

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11