მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი

02-11-2012
 დანართი N1
 
()იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
 
 
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 4 წლის ვადით ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორის (ერთი საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.  
 
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები
 
  კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა და განცხადებების მიღება იწარმოებს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ (კოსტავას ქ. N69. X კორპუსი, ოთახი N406,  ტ. 2 36 38 07), 2012 წლის 3 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე დასვენებისა (კვირა დღე) და უქმე დღეების გარდა, 1000-დან 1500 საათამდე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 18 დეკემბერს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: /
   კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან.
 
II. საკონკურსო პირობები 
 
   1. კონკურსის ძირითადი პირობები:
- სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება; 
   2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს:
   ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გაიცემა საკონკურსო კომისიის მიერ), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ქსეროასლი);
   ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
   გ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ქსეროასლი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
   დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და დეპარტამენტის/ფაკულტეტის ბეჭდით);
    ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
III. კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.  65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო.
2. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე (სრული საშტატო ერთეული), მოცემულ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს ან გადავიდეს ნახევარ საშტატო ერთეულზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე.
IV. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და პიროვნულობის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი პედაგოგიური, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, დამსახურება და რეპუტაცია; ასევე საკონკურსო კომისიის მიერ (კომისიის გადაწყვეტილებით ან კონკურსანტის მოთხოვნით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
 
            საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11