მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი

16-02-2012
სტუ-ს  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთათვის
 ცხადდება კონკურსი დევიზით 

ორიგინალური გადაწყვეტა უსაფრთხო გაზი

           კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ ექნებათ ყოველმხრივი ხელშეწყობა: დაენიშნებათ სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი, მათთვის შემუშავდება სწავლებისა   და  შემეცნებით-საგანმანათლებლო სპეციალური პროგრამები, სტუდენტები ჩაერთვებიან სამეცნიერო, გამოყენებით, პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტასა და დანერგვაში, გაწევრიანდებიან სტუ-ს „შემოქმედთა კლუბში“. კლუბის წევრები მიიღებენ სახელობით სტიპენდიებსა და უნივერსიტეტის დამამთავრებელ დიპლომში აღინიშნება მათი ინოვაციური საქმიანობის შესახებ.
საკონკურსო დავალება:
საცხოვრებელ ბინებში გაზის გაჟონვის სიგნალიზატორი
და მონიტორინგის სისტემა
 
საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  და   შპს  ”ანალიზხელსაწყოს ” მეცნიერთა და  სპეციალისტთა ერთი ჯგუფი მუშაობს საყოფაცხოვრებო დანიშნულების    გაზის გაჟონვის დაფიქსირებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რომლის ფასიც               მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
სისტემის დანიშნულება:
მონიტორინგის სისტემის დანიშნულებაა, დააფიქსიროს გაზის გაჟონვის ფაქტი. გარდა ამისა, სისტემამ უნდა მიიღოს სიგნალი გადამწოდიდან და განსაზღვროს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რომელ ბინაში მოხდა გაზის გაჟონვა. ამავდროულად, სისტემამ უნდა გასცეს ბრძანება, რომელიც მიეწოდება რომელიმე შემსრულებელ მექანიზმს. 
 
პრეზენტაციის   ფორმა
საკონკურსო ნამუშევრის პრეზენტაცია უნდა შესრულდეს PowerPoint-ში. იგი უნდა მოიცავდეს ხელსაწყოსა და  სისტემის დეტალურ აღწერას (ფუნქციურ,სტრუქტურულ სქემებს და ა.შ.). ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა მიღწევებია ამჟამად საკონკურსო თემატიკის ირგვლივ მსოფლიოში. სასურველია, კონკურსანტმა შექმნას წარმოდგენილი  ხელსაწყოსა  და სისტემის მოქმედი მაკეტი. 
კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეობის მსურველებს დაეხმარებიან მაკეტის შექმნასა და საკონკურსო ჯგუფის ორგანიზებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი იდეა/პროექტი არ გახმაურდება და მის შემდგომ რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით.
 
კონსულტაციებისთვის მიმართეთ:
პროექტის ხელმძღვანელი -  ნუგზარ იაშვილი, შპს ”ანალიზხელსაწყოს” დირექტორის
მოადგილე, ტელ.:   მობ. 555  90  52  58  და  შიდა  65 15 – სტუ. VIII კორპ. ოთახი 316 ბ.
კონსულტანტი  ქიმიის  საკითხებში - სტუ-ს პროფესორი იური კვირიკაძე,  ტელ.:  მობ. 599 93 89 88   და შიდა 69 89 – სტუ.    X კორპ. IV სართული. დეკანატი.
კონსულტანტი ინფორმაციის შეკრების,დამუშავებისა და გადაცემის საკითხებში - სტუ-ს პროფესორი  გელა ღვინეფაძე. ტელ.:   მობ.  595  61 49  98  და   შიდა 65 94 – სტუ.  VI კორპ. ოთახი 204 ა.
კონსულტანტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში – პროფ. გივი სიბაშვილი, კომერციალიზაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ტელ.: 2-36-30-15   და შიდა   67 41.
 
საკონკურსო დავალება სრული სახით და  გაზის გაჟონვის არსებული  სიგნალიზატორებისა და სისტემების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:   
კონკურსში გამარჯვებულისთვის  და საინტერესო იდეების ავტორებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. გამარჯვებული პროექტის ავტორი დაჯილდოვდება 600 ლ.  
საკონკურსო  ნამუშევრების  წარმოდგენის  ბოლო ვადაა  2012  წლის  5  მაისი.  ნამუშევრები განთავსებული უნდა იყოს ორ დახურულ კონვერტში. ერთში უნდა იყოს მხოლოდ ავტორის (ავტორთა) წინადადება და დევიზი, მეორეში კი – დევიზი და  ავტორის(ავტორთა) ვინაობა.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ მისამართზე:
·         ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. ტელ.: შიდა  65 15  და  2 36 41 28. სტუ, VIII კორპუსი, III სართული, ოთახი  316 ბ.
·         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ტელ.:  შიდა 62 46  და 2 36 51 29.
 
ამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მისამართზე:     
სტუ, VIII კორპუსი, III სართული, ოთახი  316 ბ.
ტელ.: 65 15;    
2 36 41 28;
(595) 19 62 73
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ       წ ა რ მ ა ტ ე ბ ა ს  ! 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11