ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელსაც წარმატებით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლე-გამომგონებელთა გუნდებმა მიიღეს. საფინალოდ შეირჩა 13 გუნდი, რომელთაგან 4 გუნდი მომზადებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში პროფესორების დავით სონღულაშვილისა და თეიმურაზ ჩიჩუას მიერ.
გამარჯვებული გუნდების გამოვლენისა და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 28 მარტს რედისონ რესპუბლიკაში.