18 ნოე

“არემჯის" სასტიპენდიო პროგრამა 2023

არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე საქართველოს უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი ლიდერის "არემჯის" სტიპენდიატი!
28 სექ

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ  2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული სტიპენდიის შესახებ.

გაცნობებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია სლოვაკეთის
რესპუბლიკის მიერ  2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის
ყველა სიახლე

სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში, სტუ-ს 2022 წლის დოქტორანტურის განახლებული დებულების შესაბამისად, პირველი დისერტაციის დაცვა გაიმართა

08/01/2022 27 ივლისს, 14:00 სთ-ზე სტუ-ს სამთო-ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართა გეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის - მერაბ გაფრინდაშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური პროცესებით გამოწვეული გეოეკოლოგიური საფრთხეების შეფასება და მათი პრევენცია“.
   

სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი - გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე. ნაშრომის რეცენზირება განხორციელდა სტუ-ს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ზურაბ ვარაზაშვილის და გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ არჩილ მაღალაშვილის მიერ.

     

 ქ. თბილისში, მშენებლობის გაზრდილი მოთხოვნილებების პირობებში, ტერიტორიის ათვისება ურთულესი გეოლოგიური გარემოს პირობებში მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს საშიში გეოლოგიური პროცესების ფართო მასშტაბით განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის უკიდურესი გართულება, რომელთა შორის აღსანიშნავია მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული პროცესები, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა, სუფოზიურ-ჯდენითი მოვლენები, გრუნტის წყლებით გამოწვეული შეტბორვები, რის შედეგადაც პერიოდულად საშიშროება ექმნება ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას, დეფორმაცია-ნგრევას განიცდის მრავალი საცხოვრებელი სახლი ან ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ყველაზე სავალალოა, ამ სახის უარყოფით გეოლოგიურ მოვლენებს ხშირად თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი.

     

 შესაბამისად, სადისერტაციო ნაშრომი ჩვენი დედაქალაქისთვის ძალზედ რთულ, აქტუალურ საკითხებს ეხება და წარმოადგენს გეოლოგიის დარგში არსებული თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შესრულებულ კომპლექსურ კვლევას, რომლის უმთავრეს საფუძველს ნაშრომის ავტორის - მერაბ გაფრინდაშვილის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება განაპირობებს. კვლევის პერიოდში, გეოდინამიკური საფრთხეების მართვის მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე, შეიქმნა ქ. თბილისის ტერიტორიის გეოდინამიკური პროცესების დარაიონების რუკა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დედაქალაქის ტერიტორიის მდგრადად და უსაფრთხოდ ათვისების საშუალებას იძლევა. ამასთან, ნაშრომში გამოყენებული სხვადასხვა თემატურობის თანამედროვე მეთოდოლოგიები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა არეალების (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, მხარე) შეფასებისთვის.



 დისერტაციის დაცვის შედეგების მიხედვით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კოლეგიის მიერ, ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ხოლო მისი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაიცა რეკომენდაცია მონოგრაფიული ნაშრომის გამოცემის თაობაზე.

 

სიახლეებში დაბრუნება