17 იან

აკადემიური საბჭოს და სენატის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე
ყველა სიახლე

განცხადება სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ

11/21/2019 „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების (შემდეგში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება) 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად სამთო–გეოლოური ფაკულტეტის საბჭო ადგენს:  

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2019 წლის 10 დეკემბერს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც:  
ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) აქვს შესაბამისი მუშაობით გამოცდილება;

    4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2019 წლის 26 ნოემბრიდან 03 დეკემბრამდე ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში - სტუ-ს მესამე კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 308. ტელეფონი: 2-38-00-50. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

    5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

 

სიახლეებში დაბრუნება