01 მაი

წარჩინებულ სტუდენტთა რანჟირებული სია

სამთო–გეოლოგიური  ფაკულტეტის 2019–20 სასწავლო წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით წარჩინებულ სტუდენტთა  რანჟირებული სია
17 იან

აკადემიური საბჭოს და სენატის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე
ყველა სიახლე

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნით

06/17/2019 12 ივნისს ხელი მოეწერა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს ,,სპექტრი“ და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
                     

მემორანდუმის მიზანია ერთი და იგივე ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ,,მებათქაშე“ და ,,მღებავი“ ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამები სტუ–ში განხორციელდება სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.
მემორანდუმს, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯის ,,სპექტრის“ დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ.
                     

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პროგრამებისა ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იგეგმება ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის“ პროფესიული პროგრამის და მომზადება/გადამზადების პროგრამის – ,,ამფეთქებელი“ განხორციელება.

 

სიახლეებში დაბრუნება