|
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალ „განათლების“
ავტორთა საყურადღებოდ
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ნაბეჭდ გვერდს, აწყობილი უნდა იყოს A4 ფორმატის ფურცლის ცალ გვერდზე, 1.5 ინტერვალით, შრიფტი 12. სამუშაო ქაღალდის ველის ზომები: ზედა – 20 მმ, ქვედა – 25 მმ, მარცხენა – 30 მმ, მარჯვენა – 20 მმ;
აუცილებელია ნაშრომის ფიზიკური ვერსიის წარდგენა, ელექტრონული ვერსია კი შეიძლება წარმოადგინოთ დისკით, ან გამოაგზავნოთ ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე.
პირველი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში აღინიშნება ავტორის სახელი (სრულად), გვარი, სამეცნიერო წოდება, თანამდებობა, სამუშაო ადგილი.
სამეცნიერო სტატია შეიძლება დაწერილი იქნას ქართულ და უცხოურ ენებზე, ხოლო სათაური, ავტორის/ავტორთა მონაცემები აუცილებლად ინლისტურ ენაზე. მას უნდა ახლდეს რეზიუმე (დაახლოებით 150 სიტყვა).
ნაშრომის სტრუქტურა:
- რეზიუმე ქართულ ენაზე;
- საკვანძო სიტყვები;
- შესავალი
- ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- ლიტერატურა
- რეზიუმე უცხოურ ენაზე
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ნახაზებისა და ფოტოების კომპიუტერული ვარიანტი აუცილებლად უნდა იყოს TIF ფორმატში;
- ქართულ ენაზე შესრულებული ნაშრომი უნდა აიწყოს სილფაინის შრიფტით. უცხო ენებზე შერულებული ნაშრომი – Times New Roman შრიფტით;
- სტატია გაფორმებული უნდა იყოს წიგნიერად, სწორმეტყველებისა და ტერმინოლოგიის დაცვით, სტილისტური და ტექნიკური შეცდომების გარეშე;
- ავტორი (ავტორები) პასუხს აგებენ ნაშრომის შინაარსსა და ხარისხზე;
- კრებულის ერთ ტომში დაშვებულია ერთი და იმავე ავტორის მხოლოდ ერთი სტატიის გამოქვეყნება.
- ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს;
- მაგისტრანტების ნაშრომი ერთპიროვნულად უნდა იყოს შესრულებული;
- გამოსაქვეყნებელ ნაშრომს უნდა ახლდეს შესაბამისი დარგის მიმართულების ხელმძღვანელის ან პროფესორის მოკლე რეცენზია-რეკომენდაცია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების“ დეპარტამენტში (ოთახი 805 ბ, კორპ. 6).
ტელ.: 68-13 (შიდა); 599-557-993; 599-553-980; 595-507-158; E-mail: ganatleba2018@gmail.com. |