ჩვენს შესახებ

ჟურნალი „განათლება“ განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბის" დამატების _ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამომავალი “შრომების” კრებულის მემკვიდრეა.
“შრომების” კრებულის გამოცემა ხორციელდებოდა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით. პირველი რედაქტორი იყო ამ აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი ნოე გელაშვილი. კრებული მრავალპროფილიანი იყო და  მოიცავდა მეცნიერების ყველა იმ დარგს, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო დისციპლინათა სახით ისწავლება.
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, “შრომების” კრებულს 2000 წელს მიენიჭა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის სტატუსი და ამ დროიდან იგი წელიწადში ორი ტომის პერიოდულობით გამოდიოდა.
2010 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს 16 დეკემბრის დადგენილებით (ოქმი N7) კრებულს შეეცვალა სახელი და სტატუსი. გახდა ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „განათლება“.
ამჟამად კრებულის რედაქტორია განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.
კრებულის მიზანია განათლების მეცნიერებათა სფეროში მიმდინარე სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდური კვლევების უახლესი შედეგების გაცნობა და მეცნიერულ მიმოქცევაში ჩართვა.
კრებულის გამოცემას ხელმძღვანელობს სარედაქციო კოლეგია, რომელშიც შედიან საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი, მასვე აკისრია ენებისა და ლიტერატუ­რების სწავლების საკითხთა გამოქვეყნების რედაქტირება-კოორდინირება.

სარედაქციო კოლეგია:


რედაქტორი _ თემურ ჯაგოდნიშვილი, სტუ პროფესორი, საქართველოს განათლების
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
თანარედაქტორი – რაფაელ გუსმან ტირადო, პროფესორი, გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
რედაქტორის მოადგილე - ზურაბ ჩაჩხიანი, სტუ პროფესორი, საქართველოს განათლების
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ლია ქათამაძე _ პასუხისმგებელი მდივანი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ანზორ აბრალავა – პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კონსტანტინე რამიშვილი _ პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
გელა ყიფიანი _ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი
ელისაბედ ხახუტაშვილი _ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ივანე ჯაგოდნიშვილი _ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ვახტანგ მაღრაძე_ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ლია მეტრეველი _ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ზურაბ გამეზარდაშვილი – პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თამარ ბონდარენკო _ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
გიორგი ხუხუნი _ მოსკოვის ლინგვისტური უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ნიკო ჯავახიშვილი _ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით გოცირიძე _ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირჟი კლაპკა _ პროფესორი, კარლოსის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
ტომას შმიდტი _ პროფესორი, ბერნის უნივერსიტეტი (შვეიცარია)
სესილია ოდე _ პროფესორი, ამსტერდამის უნივერსიტეტი (ჰოლანდია)
გალინა ტროფიმოვა _ პროფესორი, მოსკოვის ხალხთა მეგობროვი უნივერსიტეტი (რუსეთი)

რედაქცია: თემურ ჯაგოდნიშვილი, რაფაელ გუსმან ტირადო,

ტექნიკური რედაქტორი: ასმათ ფიფია