სტუ-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 104 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები - წარსული, აწმყო, მომავალი“ ჩატარდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და საქართველოში იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულება იმამურა აკირას შეხვდა შედგა.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტები სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე გადაიყვანა. უნივერსიტეტი შუასემესტრულ გამოცდებს 16 მაისიდან იწყებს, ხოლო სასწავლო პროცესს 23 მაისიდან განაახლებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა მიერ წარდგენილმა ორმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის ფარგლებში, ევროკავშირის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება სტუ-ის მეცნიერებს, გლობალურ COMET-ექსპერიმენტთან კოლაბორაციის პროცესში, კვლევების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კიკორია, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქ ანაკოფიის ციფრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ზუსტი მაკეტის შექმნაზე მუშაობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად.
სივრცულ კონცეპტუალური კომპოზიცია განთავსდება თბილისში, კოსტავას,77-ში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. N 01.10.13.023.181) კონკრეტულ ადგილზე.
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 01 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 03 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: