აქტივობები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმანეტის თანამშრომლები და სტუდენტები სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად ეწევიან სამეცნიერო საქმიანობას.
2015 წლის 13-14 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმაენტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იმყოფებოდნენ ჩამოწოლილი მეწყერის ტერიტორიაზე მდინარე ვერეს ხეობაში. ასევე 2015 წლის 19 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა გეოლოგთა (ინჟინერ-გეოლოგები, ჰიდროგეოლოგები, ლითოლოგები, სტრატიგრაფები, მინერალოგები) სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მდ. ვერეს ხეობასა და ზოგადად, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ ბუნებრივ მოვლენებს, ასევე გეოლოგიის დარგში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს.
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმანეტის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კვლევით სამუშაოებში, კერძოდ ვარძიის ამგები ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და გეოქიმიური მახასიათებლების შესწავლის საქმეში.
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტმანეტის აქტიური მონაწილეობით გამოკვლეულია და მომზადებულია ინფორმაცია დაცული ტერიტორიებისა და ბუნების ძეგლების სტატუსუს მისანიჭებლად, მათ შორის აღსანიშნავია ,,ბუნების ძეგლი’’ გოდერძის ნამარხი ტყე.
სტუდენტები 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს სწავლობენ;
2016 წელს სტუდენტები იმყოფებოდნენ დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების ადგილზე გასაცნობად;
2016 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სმეცნიერო ფონდის დაფინასნებით შევიძინეთ მიკროსკოპი;