საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

21 Sep

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის - ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები - 2020 წლის 28 სექტემბრიდან, დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში დაიწყება
19 Sep

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ენერგეტიკოსის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის, ღირსების ორდენის კავალრის, ბატონი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო
18 Sep

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო-კვლევით კონსორციუმთან ერთად, ევროკომისიის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის ფარგლებში, ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსება მოიპოვა. პროექტის ძირითადი მიზანია სამეცნიერო პერსონალის მობილობის გაზრდა იმ კვლევებისთვის, რომელიც ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალი ფიზიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
17 Sep

ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება მოხდება შესაბამის ფაკულტეტებზე
17 Sep

სტუ-ის ფაბლაბმა, „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, უნიკალური „სენსორული საკრავი“ შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, პანდემიის პირობებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერთი უნიკალური ინსტალაცია „სენსორული საკრავია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

ყველა სიახლე