განცხადება დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

24-08-2021

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

1. სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს
არჩევნები 2021 წლის 18 ოქტომბერს.
2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ფაკულტეტის დეკანის
თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) გააჩნია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება;
გ) აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65
წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის
საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს
თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2021 წლის 20 სექტემბრის
ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში
აღნიშნული საკითხი არ განიხილება;
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2021 წლის 27 სექტემბრიდან 11
ოქტომბრის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში - სტუ-ს მე-2 კორპუსი, სართული მე-2, ოთახი N 221.
განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;
დ) სამოქმედო გეგმა.