24 მარტ

ონლაინ სწავლება



პროფესორ-მასწავლებლებისათვის 
ვიდეო ინსტრუქცია


BBB-ით Online ლექციის წარმართვის ინსტრუქციები

B1.0 BBB ვირტუალურ ოთახში მუშაობა
B2.0 BBB ახალი ვირტუალურ ოთახის შექმნა
B3.0 BBB პარამეტრების რედაქტირება



Zoom Online ლექციის წარმართვის ინსტრუქციები

B1.0 BBB ვირტუალურ ოთახში მუშაობა
B2.0 BBB ახალი ვირტუალურ ოთახის შექმნა



17 მარტ

სტუდენტთა საყურადღბოდ!

იმ სტუდენტებს, რომლებსაც გესაჭიროებათ საგნების დამატება,
გთხოვთ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ  სპეციალისტებს:
ბანძავა მადონა  მობ:         557495709
ბექაური მარინა მობ:        593792879
მეტრეველი ანა  მობ:         577524812
13 მარტ

ელექტრონული სწავლება




ვებ-გვერდი elearning.gtu.ge
ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლას სთავაზობს

ინსტრუქცია

სიახლეების სრულად ნახვა

პროფესორ თამაზ აგლაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

17-01-2020

    17 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ელექტროქიმიური ინჟინერინგის მიმართულებაზე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიური ინჟინერინგის მიმართულების ხელმძღვანელის, მწვანე და მდგრადი ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, ფუნქციონალური დანაფარების და ნანონაწილაკების ელექტროქიმიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების რედაქტორისა და რედკოლეგიის წევრის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ბრიტანეთის სამეფო ქიმიური საზოგადოებისა და ევროპის ზედაპირული ტექნოლოგიების აკადემიის წევრის, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამაზ აგლაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ნუგზარ წერეთელი, დეკანის მოადგილე პროფ. მაია მშვილდაძე, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროფ. ნაზი კუციავა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მენეჯერი ბ-ნი გურამ მჭედლიშვილი, ელექტროქიმიური ინჟინერინგის მიმართულების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს თამაზ აგლაძის პროფესიონალიზმზე, მეცნიერულ მიღწევებსა და პიროვნულ თვისებებზე.

    ბიოგრაფია