13 იან

გამოცდების განრიგი

ბაკალავრიატის სწავლების,  საგამოცდო სესია 2019-2020 სასწავლო წელი

4601-4635b ჯგუფი. 
4701-4790a ჯგუფი. 
4801-4890a ჯგუფი. 
4901-4990a ჯგუფი.
27 დეკ

წინასაახალწლო შეხვედრა

27 დეკემბერს 3 საათზე ჩატარდა    ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომელთა და სტუდენტებისათვის  დამდეგი 2020 წლის წინასაახალწლო შეხვედრა ზეიმი, რომელიც ასევე მოიცავდა  ლაშა თაბუკაშვილის პიესის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ სპექტაკლის ჩვენებას
27 დეკ

სამეცნიერო სემინარი

27 დეკემბერს  2 საათზე ჩატარდა     სამეცნიერო სემინარი თემაზე:„ახალი მიდგომები მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიაში“, სადაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, რამაზ ქაცარავას მიერ განიხილა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევის უახლესი მიღწევები და მათი შეფასება როგორც რესპუბლიკის, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
05 დეკ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის


9 დეკემბერს, 14 საათზე შედგება შეხვედრა დამსაქმებელ შ.პ.ს. „გეფასთან“, შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის დარბაზში. დასწრება სავალდებულოა.
03 დეკ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა!

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ.
სიახლეების სრულად ნახვა

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ

20-11-2019 1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2019 წლის 10 დეკემბერს.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2019 წლის 26 ნოემბრიდან 03 დეკემბრამდე ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) CV;
დ) სამოქმედო გეგმა.


მისამართი: II კორპუსი, II სართული, ოთახი № 221,
ტელ: 595 329 345
62-19