24 ივლ

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის, 4790ა ჯგუფის სტუდენტები: ანა თოფურია და როინ ბერულავა საამკინძაო ლაბორატორიაში საწარმოო პრაქტიკაზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის დადებულ მემორანდუმის ფარგლებში.
08 ივლ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შპს გეფა ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის დაგეგმა ონლაინ შეხვედრა.
შეხვედრის დრო- 28 ივლისი, 13:00 -სთ. ლინკზე შეომოსასვლელად, სტუდენტს ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ZOOM-ის აპლიკაცია. შემდგომ, ლინკზე მაუსის დაკლიკვით შეძლებენ შეხვედრაზე შემოსვლას.

Time: Jul 28, 2020 13:00

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/81159118541?pwd=S1Nsd0NPWkFqS3lkYm1OTVMxb0YvUT09

03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში ახალ პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს სექტემბრიდან ახალ პროექტს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს


05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან. 9 ივნისი 17:00 სთ


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

სიახლეების სრულად ნახვა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა

18-11-2019 მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 8 ნოემბერს აღინიშნა. საზეიმო ღონისძიება, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, წელს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად გაიმართა. 

სხდომა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ  გახსნა და საქართველოს სამეცნიერო წრეებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, მეცნიერების საერთაშორისო დღე თანამედროვე საზოგადოებაში მეცნიერებისა და მეცნიერთა მნიშვნელოვან როლზე აკეთებს აქცენტირებას და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. 

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე მიესალმა. მან ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება. 

სამეცნიერო წრეებს ღირსშესანიშნავი თარიღი, საქართველოს საპატრიარქოს სახელით, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ მიულოცა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესსა და უნეტარესის, ილია II- კეთილი სურვილები გადასცა. 

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა ქართველ მეცნიერებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის მუდმივად ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო მიღწევებისა და კვლევების მიმართ საზოგადოების დაინტერესების გაზრდას. 

საზეიმო ღონისძების დასასრულ, წარმატებულ მეცნიერებს საპატიო სიგელები გადასცეს. დაჯილდოებულთა შორის არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ელმირა (დოდო) ჩხიკვაძე - ელექტროქიმიის დარგში, ლერი გვასალია - ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების დარგში, თამარ კაჭარავა - აგროტექნოლოგიის დარგში, გივი გავარდაშვილი - ჰიდრომელიორაციის დარგში. 

UNESCO- მიერ 2001 წელს დარსებული „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“, ყოველწლიურად, ნოემბერში აღინიშნება. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც 1999 წელს, ბუდაპეშტში (უნგრეთი), UNESCO- ეგიდით, მეცნიერების საერთაშორისო კავშირმა ჩაატარა. მას შემდეგ, მეცნიერების დღის ფარგლებში, მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა განხორციელდა.