05 დეკ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის


9 დეკემბერს, 14 საათზე შედგება შეხვედრა დამსაქმებელ შ.პ.ს. „გეფასთან“, შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის დარბაზში. დასწრება სავალდებულოა.
03 დეკ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა!

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ.
01 დეკ

გამოფენა

4 დეკემბერს, 13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში
11 ნოე

პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”
სიახლეების სრულად ნახვა

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენ

15-10-2019 სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენ30 სექტემბერს, დიდ ჯიხაიში, გაიმართა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 165 წელსა და რუსუდან ნიკოლაძის დაბადებიდან 135 ლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლობამ - პროფესორებმა გ. ქაშაკაშვილმა, ნ. კუციავამ, მ.ცინცაძემ და დოქტორანტმა ნ. სინაურიძემ მონაწილეობა მიიღეს საიუბილეო საღამოში, რომელიც მიეძღვნა საზოგადო მოღვაწეების, ნიკო ნიკოლაძის (დაბადებიდან 165 წელი) და რუსუდან ნიკოლაძის (დაბადებიდან 135 წელი) საიუბილეო თარიღებს.
“ღონისძიება ჩატარდა დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტის, მრავალმხრივი საზოგადო, პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწის, ახალი დროის რეფორმატორის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც განთავსებულია დიდ ჯიხაიშში და წარმოადგენს ქართულ-ევროპული კულტურის განათლებისა და მეცნიერების კერას. აქ აღიზარდნენ ნიკოს სახელოვანი შვილები, მეცნიერები: გიორგი, რუსუდანი და თამარი. 1951 წელს ნიკო ნიკოლაძის სახლში მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს ნიკო ნიკოლაძის ურთიერთობას მე-19 და მე-20 საუკუნეების მრავალ ცნობილ ქართველ, რუსდა ევროპელ საზოგადო, პოლიტიკურ, ლიტერატურულ მოღვაწესთან, ბიზნესმენთან, მეცნიერთან, პრესათან. გამოფენა გვაცნობს ნიკო ნიკოლაძის მიერ განხორციელებულ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენუდიდეს პროექტებს და მრავალმხრივ აღმშენებლობით საქმიანობას.
მუზეუმში დაცულია ნიკოს მიერ უცხოეთიდან ჩამოტანილი საინტერესო მემორიალური ნივთები. ცალკე დარბაზში გამოფენილია მისი ქალიშვილის, დიდი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, რუსუდან ნიკოლაძის შემოქმედებითი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მეოცე საუკუნის ქართული ინტელიგენციის ამ თვალსაჩინო მოღვაწემ, რომელიც აღიზარდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძისა და ოლღა გურამიშვილის ოჯახში, პროფესიული განათლება მიიღო პეტერბურგის იასენსკის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველი ფაკულტეტზე და პეტერბურგის უნივერსიტეტში. იგი რუსეთის იმპერიაში იყო პირველი ქალი, რომელიც ფლობდა „საუნივერსიტეტო ნიშანს“. მისი პროფესიული მოღვაწეობა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის კათედრის ასისტენტობით იწყება. შემდგომ იგი მოღვაწეობას აგრძელებს საქართველოში, დიდ ჯიხაიშში, სადაც მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გიმნაზია,ხოლო 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1931-1974 წლებში ხელმძღვანელობს ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრას.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენრუსუდან ნიკოლაძე მრავალი სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და მემუარული ნაშრომის ავტორია, არის თანამედროვე ქიმიისა და მეტალოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქიმიის ცოდნის პროპაგანდის, კადრების აღზრდისა და ქართული ქიმიური სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენრუსუდან ნიკოლაძე დაჯილდოებულია ორგზის ლენინის, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიით. 1941 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება” – აღნიშნა პროფესორმა ნაზი კუციავამ.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დიდ ჯიხაიშში ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების საიუბილეო საღამოს დაესწრნენქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლობამ მუზეუმს გადასცა რუსუდან ნიკოლაძის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო მასალები და ახლო მომავალში გათვალისწინებულია, გადასცენ მისი საწერი სამუშაო მაგიდა, რომელითაც მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა ქალბატონი რუსუდანი.
მუზეუმის დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ამ მუზეუმის ბაზაზე მომავალში სასურველია რომ ჩატარდეს სამეცნიერო-თეორიული კონფერენციები, სასკოლო და სტუდენტური ოლიმპიადები, ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსები, მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს მათი წინაპრების სასიქადულო პატრიოტულ მოღვაწებაზე.

ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 9 ოქტომბერს (ძვ.სტ. 27 სექტემბერი) დიდ ჯიხაიშში, გარდაიცვალა 1928 წლის 5 აპრილს.

1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ „ცისკარში“ მოათავსა თავისი პირველი წერილები1861 წელს შევიდა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა ცნობილ გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს1862 წელს ჟურნალ „ისკრაში“ გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევიპეტერბურგის მხარეზე“, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება1862 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალცისკრისფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთნაროდნოე ბოგატსტვოსრედაქტორობდა1864 წელს ჟურნალსოვრემენიკშიგამოქვეყნდა მისი ნარკვევიპროვინციული სურათები“, ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდაპარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთსანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. . გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა „კოლოკოლში“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, «„მოსკოვსკიე ვედომოსტისსამსჯავროს წინაშე», „თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლშითანამშრომლობა ნიკოლაძემ გერცენთან და ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში ლაფარგის მეშვეობით გაიცნო კარლ მარქსი, რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია1866 წელს ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნიმთავრობა და ახალი თაობა“, 1868 წელს ჟენევაში . მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალსოვრენნოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს . ელპიდინთან ერთად გამოსცა . ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანირა ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძესშვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზეგანიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი1870 წლის იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ „დროების“ თანამშრომლად1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალკრებულს“, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე1872 წელს პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურითსხვათა შორისჟურნალკრებულშიგამოაქვეყნა1873 წელს იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად1873 წელს წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთდროშისგამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთდროებასადა ჟურნალკრებულში“; 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა.

1881 წელს ნიკოლაძე სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალშიოტეჩესტვენნიე ზაპისკიდა ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო . ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო1887-1891 თბილისში რედაქტორობდა გაზეთნოვოე ობოზრენიეს“, თანამშრომლობდა ჟურნალმოამბეში“. 1894-1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად1917 წლის თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა1917-1918 წლებში . ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულდემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა1924 წელს დაბრუნდა საქართველოში. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა ილია ჭავჭავაძის და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.

ნიკოლაძის სახლ-მუზეუმია სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

პროფესორი და დამსახურებული მეცნიერი რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე (პოლიევქტოვი) დაიბადა პეტერბურგში, 1884 წლის 17 დეკემბერს, გარდაიცვალა 1981 წლის 9 სექტემბერს.
რუსუდან ნიკოლაძემ ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში, ფოთსა და ქუთაისში. თბილისში გიმნაზიის დამტავრების შემდეგ, ჩაირიცხა პეტერბურგის იასენსკის ქალტა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1909 წელს, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1909-1917 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ განაგრძო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა   და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე.  1933-1974 წლებში განაგებდა ამავე კათედრას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და მემუარული ნაშრომისა. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა გაიარა დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა, რაც ასახა კიდეც საგულისხმო მოგონებებში — „დაუვიწყარი დღეები და წუთები“ და „ცხოვრების დიდ გზაზე“.

დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.  1978 წელს ქიმიის ტერმინოლოგიის შედგენისათის (დ. გვარამიძესთან ერთად) მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.