05 დეკ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის


9 დეკემბერს, 14 საათზე შედგება შეხვედრა დამსაქმებელ შ.პ.ს. „გეფასთან“, შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის დარბაზში. დასწრება სავალდებულოა.
03 დეკ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა!

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ.
01 დეკ

გამოფენა

4 დეკემბერს, 13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში
11 ნოე

პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”
სიახლეების სრულად ნახვა

პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

11-11-2019

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდა საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”.
კონფერენცია მიეძღვნა გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვიქტორ დიმიტრის - ძე ერისთავის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნაკონფერენციას სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები, საზღვარგარეთიდან მოწვეული სტუმრები და პროფესორ ვიქტორ ერისთავის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა ზურაბ გასიტაშვილმა:

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა„ვიქტორ ერისთავი 200 – ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ფართოა მისი კვლევის დიაპაზონი. სამეცნიერო ნათლობა თავდაპირველად მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი თანაავტორობით შეასრულა პირველი სერიოზული მეცნიერული სამუშაო ანალიზურ ქიმიაში, მამისგან ერგო მემკვიდრეობით ფართო სამეცნიერო ერუდიცია, მეცნიერული ფანტაზია, ამ ღირებულებებით შემკულს არ გაუჭირდა მეცნიერებაში საკუთარი სიტყვა ეთქვა. მისი პირველი გამოკვლევები იშვიათი ელემენტების განსაზღვრის მეთოდების შემუშავებასა და იონგაცვლითი ფისების კვლევას ეხებოდა. მის მიერ გამოკვლეულ იქნა ბერილიუმის, რკინის, ალუმინის, ინდიუმის, გალიუმის, მოლიბდენის და სხვა იონების სორბციისა და დესორბციის პირობები სამამულო ანიონიტების კარბონატულ ფორმებზე. ღირსეული მოქალაქე, ჭეშმარიტი მამულიშვილი, დიდი მეგობარი, სიკეთით სავსე, ღიმილიანი, უღალატო ადამიანი – ვიქტორ დიმიტრის - ძე ერისთავი ასეთად დარჩება მეცნიერების ისტორიაში“ - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნაქიმიური ტექნიოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა ისაუბრა იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც პროფესორ ვიქტორ ერისთავს მიუძრვის დარგის განვითარების საქმეში.

„აღსანიშნავია, რომ გამოჩენილი მეცნიერს, გარემოს დაცვის კათედრის დამაარსებელს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 80 წლის  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტუ-ის აკადემიური საბჭოს № 01-05-02/07 ოქმის საფუძველზე სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ”გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტს” მიენიჭა გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლისა და პირველი გამგის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელი და  ეწოდა:“პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი“ - აღნიშნა პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნავიქტორ დიმიტრი - ძე ერისთავი დაიბადა 1939 წლის 22 ივნისს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის დიმიტრი ერისთავის ოჯახში. მისი ცხოვრების გზა თავიდანვე “კოდირებული” იყო. ბავშვობიდანვე მიაჩვიეს დისციპლინას, მეცნიერებათა პატივისცემა ასწავლეს და მათკენ მიმავალი გზა აჩვენეს. გარემომ, რომელშიაც ცხოვრობდა, წარმართა მისი ცხოვრების გზა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნაქ. თბილისის N25 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1956 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა.

შრომითი საქმიანობა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო. 1962 - 1963 წელებში მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩაის წარმოების ნაკადური ხაზის კონსტრუქციის სამეცნიერო - კვლევითი ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 - 1966 წლებში ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტია.

1966 წლიდან მისი მოღვაწეობა სპი-ს ანალიზური ქიმიის კათედრას უკავშირდება. ინიშნება კათედრის ასისტენტად. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1968 - 1972 წლებში ანალიზური ქიმიის კათედრის დოცენტია, კითხულობს ლექციებს და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ატარებს სამეცნიერო - კვლევით სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებში. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: კარბონატული ფორმის ანიონიტების გამოყენება იშვიათი ელემენტების ანალიზურ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1975 წელს პროფესორის წოდება.  1975-1980 წლებში ვიქტორ ერისთავი ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორია, პარალელურად ხელმძღვანელობს პრობლემური ლაბორატორიის სექტორს მეტად აქტუალური თემატიკით - გარემოს დაბინძურების კონტროლის ანალიზური მეთოდების შემუშავება. 1980 წლის სექტემბრიდან პროფესორი ვ. ერისთავი სათავეში უდგება ახლად ჩამოყალიბებულ გარემოს დაცვის კათედრას. აქ მუშაობისას გამოადგა ყველაზე მეტად მისი ხასიათის ერთი უნმნიშვნელოვანესი შტრიხი – ლიდერის ბუნება, რის წყალობითაც უმოკლეს დროში შეძლო ნიჭიერი თანამოაზრეების შემოკრება, მეტად შრომატევადი სამუშაოების ჩატარება, შექმნა და გადაამუშავა ლექციების კურსი გარემოს დაცვა და ეკოლოგიაში. დიდი მუშაობა გასწია კათედრაზე სამრეწველო ეკოლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ლაბორატორიის შესაქმნელად. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ იქნა ინჟინერ - ეკოლოგების პირველი ნაკადი.

ვიქტორ ერისთავის სამუშაოების დიდი ნაწილი ეკოლოგიურ პრობლემებზე ჩატარებულ გამოკვლევებს ეხება. სამეცნიერო კვლევებს ის რამოდენიმე მიმართულებით წარმართავს: სამრეწველო ნარჩენების შემცირებისა და რეკუპერაციის ეფექტური მეთოდების დამუშავება, გარემოს გაჭუჭყიანების ანალიზური კონტროლის ფიზიკურ – ქიმიური მეთოდების შემუშავება და ოპტიმიზაცია, მემბრანული ტექნიკის და ტექნოლოგიის საფუძველზე წყალმოხმარების შეკრული ციკლის შექმნა. ის მუშაობს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა შიგა წვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესება კოქსოქიმიური ქარხნების ნარჩენების გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ტოქსიკური ეთილირებული საწვავის გამოყენება. მის მიერ თანაავტორებთან ერთად მემბრანული ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავებულ იქნა რძის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია წყლის მომარაგების ჩაკეტილი ციკლით შრატის გამოყვანის გზით, აბანო – სამრეცხაო კომბინატის წყალმომარაგება ჩაკეტილი ციკლით, კარიერის წყლებიდან ჰუმუსური ნაერთების გამოყოფის ტექნოლოგია ჰუმუსის ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში გამოყენების მიზნით, გალვანური საამქროების ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგია.

მის მიერ თანაავტორებთან ერთად შემუშავებული იქნა სხვადასხვა მეტალების ქრომატოგრაფიული კონცენტრირების სხვადასხვა მეთოდები. შექმნილ იქნა ლაზერული დანადგარი ატმოსფეროს აირებით დაჭუჭყიანების დისტანციური განსაზღვრისათვის, და ატომურ – აბსორბციული სპექტრომეტრის მაკეტი. 1982 წელს ქრომატოგრაფიის თეორიისა და გამოყენების განვითარებისათვის დაჯილდოებულ იქნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომით, 1981, 1983 და 1985 წლებში მისი სამეცნიერო ნაშრომები დიდი პრაქტიკული გამოყენების გამო პრემირებულ იქნა და ავტორი დააჯილდოვეს ვერცხლის მედლით (ВДНХ СССР).

1986 წლიდან ის შეთავსებით ხელმძღვანელობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რესპუბლიკურ ატომურ აბსორბციული სპექტროსკოპიის ცენტრს.

ვ. ერისთავის ხელმძღვანელობით მომზადდა 15 ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია.

დიდია მისი დამსახურება საზოგადოებრივი მუშაობის სფეროში. ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტთან არსებული საატესტაციო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, სტუ-ს საატესტაციო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის დარგში სამრეწველო ეკოლოგიისა და კოროზიისაგან დაცვის სპეციალობით. ხელმძღვანელობდა ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის კომისიას, იყო სანჰიგიენისა და ანალიზური ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

მეცნიერი ხშირად იმაღლებდა კვალიფიკაციას საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. 1971 და 1977 წლებში განათლების სამინისტროს ხაზით რუმინეთში და გერმანიაში იყო მივლინებული. 1978 – 1979 წლებში ანალოგიური პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

1991 წელს ლონდონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორი თვის მანძილზე ეცნობა გარემოს დაცვის კათედრის მუშაობას.

1995 წელს მივლინებული იყო აშშ –ის კალიფორნიისა და სანფრანცისკოს   სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეკოლოგიის გლობალურ საკითხებზე სამუშაოდ.

1995 წელს აირჩიეს აშშ მეცნიერების, ინდუსტრიის, განათლებისა და ხელოვნების ინტერნაციონალური აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს კი საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ნამდვილ წევრად.

მშვიდი, წინდახედული, თავშეკავებული, ხანდახან უმოწყალოდ წრფელი, უკმეხობამდე მართალი – ასეთია მისი პიროვნების რამოდენიმე შტრიხი.

2001 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე უდიდესი პროფესიონალიზმის მქონე მეცნიერის მოღვაწეობა აშშ-ს უკავშირდება, თუმცა მისი ძალისხმევით შექმნილ გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, გარდაცვალებამდე ასრულებდა კათედრის პროფესორ - კონსულტანტის როლს.

გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. სანფრანცისკოში 2005 წლის 16 დეკემბერს. დაკრძალულია საქართველოში, ქ. თბილისში.

კონფერენცია ორ დღეს გასტანს და  წარიმართება ექვს სექციად, სადაც წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო კვლევები და თემატიკა: „გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები“; „გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება“; „გარემოს ობიექტის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება“; „ბიომრავალფეროვნება და ურბანოეკოლოგია“; „გარემოს ქიმია და ეკოლოგია“; „ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები-ენერგოეფექტურობა“.