05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

11 მაი

ყურადღება!

2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შუალედური გამოცდები, სამივე საფეხურზე, დისტანციურად (ონლაინ http://elearning.gtu.ge ), ჩატარდება 18-22 მაისის ჩათვლით!

შუასემესტრული გამოცდების ცხრილი.
01 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!


შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი
გთავაზობთ შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქციას იმ საგნებში, რომელიც ცენტრალიზებულად არ ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტესტირების ცენტრის მიერ.
შუალედური გამოცდის მომზადების პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება.
I ეტაპზე, 4 მაისის ჩათვლით, თითოეულმა პედაგოგმა, რომელიც გამოცდას ჩაატარებს, უნდა განსაზღვროს საგამოცდო დავალებების ვარიანტების რაოდენობა კონკრეტულ საგანში და ეს ინფორმაცია ასახოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე elearning.gtu.ge

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი


სიახლეების სრულად ნახვა

სამეცნიერო სემინარი

22-04-2019
          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მიმდინარე 2019 წლის 16 აპრილს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „თხევადი ფოლადის დანახშირბადიანების აღმოჩენილ კანონზომიერებებზე დაფუძნებული გამოდნობის ენერგოდამზოგი ტექნოლოგია“.
          სემინარს უძღვებოდა ფოლადის მეტალურგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელ¬მძღვანელი, ემერიტუსი, პროფ. გურამ ქაშაკაშვილი, რომელმაც მეტად საინტერესოდ და დამაჯე¬რებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, კერძოდ კი − ფოლადის გამოდნობის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერულ აღმოჩენებად 2010-2016 წლებში აღიარებულ 3 კანონზომიერებაზეა დაფუძნებული.
          ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს მყარი კაზმისგან ფოლადის გამოდნობა-რაფინირებას მხოლოდ ციცხვ-ღუმლიან ერთ აგრეგატში და მისივე ციცხვიდან ჩამოსხმას, რაც გამორიცხავს მსოფლიოში ამჟამად მოქმედი ტექნოლოგიით ორი აგრეგატის – კონვერტორის ან რკალური ელექტროღუმლისა და შემდეგ კი, მიღებული თხევადი ფოლადის დაყვანა-რაფინირება-განჟან¬გვისთვის ციცხვ-ღუმლის გამოყენებას.
          ასევე გამოირიცხება ფოლადის იძულებითი გადახურება 100-120 გრადუსით პირველი აგ¬რეგატიდან ციცხვ-ღუმელში გადასხმისას ლითონის გაცივების საკომპენსაციოდ, ე. წ. „რბილი“ გადნობები, მათ გამოსასწორებლად ნახშირბადშემცველი შენადნობების დამატება თხევად ლი¬თონში, ამით გამოწვეული ამოფრქვევები, ღუმლის და საჩამოსხმო მოწყობილობის გადატვირ¬თვა, შეუკვეთავი და წუნდებული ლითონის გამოშვება, პირველი აგრეგატიდან ლითონის გა¬მოშვება მეორეში და ამით გამოწვეული მისი მეორადი დაჟანგვა და ხარისხის გაუარესება, უზ¬არმაზარი კაპდაბანდებები ელექტროღუმელების თუ კონვეტერების დამზადება-მონტაჟისა და ცეცხგამძლე მასალებით ამოგებისთვის, მაღალი საამქროების აშენებისთვის, დიდი საექსპლუა¬ტაციო ხარჯები ღუმლის ქვედის გასაწყობად და დასადუღებდად, მძიმე ფიზიკური შრომა ფოლადის გამოსაშვები ხვრელის გახსნა-დაკეტვისთვის, ღუმელში კაზმის გადნობის დროს მი¬სი მოცულობის შემცირებით გამოწვეული სიცარიელეების შესავსებად კაზმის დამატებისთვის კამარის 2-3 ჯერ მოხდა და გამდნარ აბაზანაში ცივი ჯართის ჩატვირთვა, ამით გამოწვეული რეაქციები ენერგიის დანაკარგებით და ჩაყრილი ჯართის გადნობის გაძნელება, გარემოს დამა¬ბინძურებელი გამონაბოლქვები, დნობისას გამონაბოლქვი აირების სითბოს არ გამოყენება ჩასა¬ტვირთი ჯართის გასახურებლად.
          ფოლადის გადნობა-დაყვანა-განჟანგვა-რაფინირების, ინერტული აირებით დამუშავების და ჩამოსხმის ეს ერთი მოდერნიზებული, ორშიბერიანი აგრეგატი დგას ოთხი ჰიდრავლიკული დომკრატით აღჭურვილ ფოლადსაზიდზე. მანქანით ცხელი ტორკრეტირების შემდეგ ბადიით ხდება ჯართის ჩატვირთვა აგრეგატის ციცხვში, რის შემდეგ ფოლადსაზიდი ურიკა ჯართით სავსე ციცხვით გადაადგილდება წყლით საცივებელი კამარის ქვეშ და დომკრატებით ხდება ამ ციცხვის შეპირაპირება კამარასთან, რის შემდეგაც ფოლადის დნობის პროცესი ერთდროულად ხორციელდება ზემოდან – ელექტრორკალით და ქვემოდან – საჩამოსხმო შიბერის ხვრელში მოთავსებული საქშენიდან ბუნებრივი აირისა და ჰაერის ან ჟანგბადის შებერვის შედეგად წარ¬მოქმნილი მძლავრი ჩირაღდნით. შებერვით წარმოქმნილი აღმავალი თბური ნაკადებით ჩქარ¬დება ფოლადის გამოდნობის პროცესი. ამ აგრეგატში შესაძლებელია დანახშირბადიანება-გაუ¬ნახშირბადოების პროცესების მართვა სასურველი მიმართულებით. ეს ფოლადის მდნობელთა დღემდე გადაუჭრელი პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტაა. ფოლადის გამოდნობა ხდება მისი გადახურების გარეშე ქიმიური შედგენილობის გაერთგვაროვნებით, რის შემდეგაც არგო¬ნის ან აზოტის შებერვა გრძელდება ციცხვზე დამონტაჟებული ბალონიდან და გამოდნობილი ფოლადით სავსე ციცხვი საჩამოსხმო ამწით გადააქვთ უწყვეტი ჩამოსხმის მანქანაზე, სადაც ჩამოსხმა იწყება არგონის ბალონის გადაკეტვით.