პროექტი

პროექტი - „ჯაჭვური რეაქცია

14 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია -ფარგლებში, მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა. კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს პროექტში გამარჯვებული საქართველოს ხუთ ისკოლას ხვადასხვა მოდულით მონაწილეობდა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი) მოსწავლეები მოდულის თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება ფარლებში, რომელიც ითვალისწინებდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების ნაჟური წყლების გაწმენდის მეთოდის შემუშავებას და ნაგავსაყრელის ლაინერის დამზადებას.აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად, პროექტი  ჯაჭვური რეაქცია ითვალისწინებდა რა მოსწავლეთა მიერ კვლევების ჩატარებას,დახმარებისათვის მოგვმართეს გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებას. პროფესორ ნინო მუმლაძის მიერ მათ მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვების, სეპარაციის, გადამუშავების, პოლიგონებზე განთავსების მეთოდების, გარემოზე ზემოქმედების შესახებ,ასევე მიეთითათ არსებული, რომელიმე ნაგავსაყრელის დათვალიერებისა და პოლიგონის ნაჟური წყლების ანალიზისა  და გაწმენდის მეთოდის შერჩევის მიზნით სინჯების აღების შესახებ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის ლაბორატორიაშინ. მუმლაძის ხელმძღვანელობით ჩაეტარებინათ რუსთავში არსებული BIP-ს  ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების ქიმიური ანალიზი და განესაზღვრათ pH, დამჟანგველობა, სიხისტე, ფერიდასუნი, ჟანგბადის ქიმიური და ბიოლოგიური მოხმარება,  ამონიუმის,  ქლორის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ტყვიის იონების კონცენტრაცია; დაედგინათ მისი დაბინძურების დონე და შეერჩიათ ბუნებრივი სორბენტები ლაინერის შექმნისათვის.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინე სჩატარებული კვლევისშედეგები და მათ მიერ შექმნილი ლაინერის მოდელი, როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში.

კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო კვლევითი პროექტი მაისში საქართველოს სახელით წარდგება საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაიდელბერგში (გერმანია).