21 ნოე

ჰიდრავლიკის ლაბორატორიას პროფესორ ირაკლი ყრუაშვილის სახელი მიენიჭა.

ჰიდრავლიკის ლაბორატორიას პროფესორ ირაკლი ყრუაშვილის სახელი მიენიჭა.
15 ნოე

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუმრად 54 საჯარო სკოლის მოსწავლეები

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს  სტუმრად  54 საჯარო სკოლა ეწვია.
ყველა სიახლე

გასვლითი ტური ღვინის კომპანია „შუმში“

06/23/2018 მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი საგამისტრო პროგრამის სტუდენტები გასვლითი ტურის ფარგლებში ღვინის კომპანია „შუმში“ იმყოფებოდნენ. მათ შორის განათლების პროგრამის ფარგლებში „ერასმუს+“ არიან სუპაგრო მონპელიეს პირველი კურსის სტუდენტები. 
ადგილზე ჩასულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ღვინის კომპანია „შუმი“-ს კუთვნილი ვენახები და მოესმინათ ლექცია ბიომეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს კომპანიის საკოლექციო ვენახი, ვაზის მუზეუმი „ვაზიონი“, სადაც მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპონატებთან ერთად დაცულია ჩვ.წ. XII-XI საუკუნის ქვევრი. შეხვდნენ კომპანიის ქართველ და ფრანგ მეღვინეებს: გოგა ხატიაშვილსა და ჟან მიშელ ფერანდეს. დაათვალიერეს ღვინის საწარმო და დააგემოვნეს 10-მდე „შუმის“ ღვინო.
ღვინის კომპანია „შუმსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ქართულ და ინგლისურენოვანი სამაგისტ
რო პროგრამის, ასევე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ კურსს 
ღვინის საწარმოში გაივლიან, ასევე განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტის მაღალპროფესიონალურ კადრად ჩამოყალიბებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას.
ღვინის კომპანია „შუმი“ კახეთში, მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრში 2001 წელს დაარსდა. მრავალი ოქროს მედლის მფლობელი კომპანია გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ხარისხიანი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის.




 

სიახლეებში დაბრუნება