13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

საქართველოს ტექნიკურ და აიოვას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

06/01/2018   








 

აიოვას უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, რომლის მიზანიც ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებაა.
შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ქვარცხავა, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCG) ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორს სტივენ ფრიმენს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ აიოვას უნივერსიტეტთან მეცხოველეობის, წყლისა და ნიადაგის ინჟინერინგისა და აგრონომიის მიმართულებით თანამშრომლობა უკვე 5 წელია მიმდინარეობს.








 

სიახლეებში დაბრუნება