13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

უნგრეთთან თანამშრომლობა იგეგმება

05/25/2018


უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში,  მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ, გაეცნენ ინფრაქტრუქტურასა და სასწავლო-საკვლევი ლაბორატორიები დაათვალიერეს. აგრარული მეცნიერებების და    აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან და სხვა წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა და ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს.


 იხილეთ ვიდეო


 

სიახლეებში დაბრუნება