13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

მილანის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

02/28/2018 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კლუტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას, მილანის უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ეწვივნენ. მათ ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს.
მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ტარელიმ და პიერო ატილიო ბიანკომ ყველა ის ბაზა და ლაბორატორია მოინახულეს, რომელიც საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესშია ჩართული. სტუმრებმა ღვინის და კონიაკის ქარხნები და მარნებიც მოინახულეს.

 

სიახლეებში დაბრუნება