13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

იტალიელმა პროფესორებმა ქართველ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

03/27/2019 მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა მონიკა ლაურეტმა და მარკეტერ-მკვლევარმა სტეფანო კორსიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართეს თემაზე: „ღვინის ეკონომიკა, მომხმარებელთა ქცევა და ღვინის საწარმოთა მარკეტინგი“.
პროფესორებმა ახალგაზრდებს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის და ბაზარზე არსებული ტრენდების, ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისა და გაყიდვების თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  გააცნეს იტალიელ მომხმარებელთა კვლევის თავისებურებები და შედეგები. ისაუბრეს ბაზარზე ახალი ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე,  იტალიური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ  ღონისძიებებსა და აქტივობებზე, მომხმარებლისთვის ღვინის აქსესუარების მნიშვნელობაზე. გაუზიარეს საერთაშორისო ბაზრის კვლევებში მიღებული საკუთარი გამოცდილებები.  
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საჯარო ლექციები ქართველი მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის უკვე მეორე წელია იმართება.
სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2019 სასწავლო წელს დაგეგმილია გერმანელ, იტალიელ, ესპანელ და სხვ., ასევე ქართველ მკვლევართა და დარგის წარმომადგენელთა საჯარო ლექციები.
          


 

სიახლეებში დაბრუნება