13 თებ

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
29 იან

სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

სტე-ის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.
ყველა სიახლე

აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

12/17/2018


17-12-2018საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის „აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიამ“ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ დაწესებული ეროვნული სტანდარტის მოთხოვნები და მიენიჭა სტანდარტი: სსტ ისო/იეკ 17025:2010.

აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში: წყალი (19 პარამეტრი), ხილი, ბოსტნეული და მისი გადამუშავების პროდუქტი (9 კომპონენტი), მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (2 კომპონენტი), რძე და რძის პროდუქტები (2 კომპონენტი), ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები (6 კომპონენტი), ნიადაგები (16 კომპონენტი), ნიმუშის აღება ნიადაგები (6 კომპონენტი). აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ამ მხრივ უნიკალურია საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში.

საგულისხმოა, რომ 2019 წელს დაგეგმილია სფეროს გაფართოება და ახალი კომპონენტების დამატება.

 

სიახლეებში დაბრუნება