17 მარტ

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტმა ტეხასის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტმა ირინა ნიკოლაიშვილმა ტეხასის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა
06 მარტ

სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ღვინის მარანში

მარანის „სევსამორა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის საგურამოში მარანში „სევსამორა“ სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.

ყველა სიახლე

„Viticulture and Enology“-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

02/23/2022

იწყება საბუთების მიღება ინგლისურენოვენ, ორდიპლომიან სამაგისტრო პროგრამის „Viticulture and Enology“-ს ფარგლებში მეორე აკადემიური წლის, პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლების გაგრძელების მსურველთათვის. კანდიდატებმა განცხადება და პარტნიორი უნივერსიტეტების შეფასება (ტორინო, უდინე, მადრიდი, გაიზენჰაიმი და ლისაბონი. უნივერსიტეტები უნდა შეაფასოთ 1-დან 5 ქულამდე, იმ პრიორიტეტის მიხედვით თუ სად გსურთ მეორე წელს სწავლა) უნდა წარმოადგინონ 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 10-დან 16 საათამდე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტმების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანატში. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად როგორც ქართველი ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლების ჩართულობით. გასაუბრების თარიღის შესახებ კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ.

გისურვებთ წარმატებებს.


 

სიახლეებში დაბრუნება