13 მაი

1 და 2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია

მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“
ყველა სიახლე

თანამედროვე სასწავლო კორპუსი

17-03-2015 აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს.

სასწავლებელს ექნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიები, ყველა ლაბორატორიასა და აუდიტორიაში ე.წ. „ინტელექუალური დაფები“ (smart board) მოეწყობა, აუდიტორიები „ხმის მიცემის სისტემით“ (SMART Response Clicker) აღიჭურვება. აღნიშნული ტექნოლოგია ინოვაციურია და იძლევა როგორც ლექციის მიმდინარეობის პროცესში აუდიტორიის მაქსიმალურად ჩართვისა და სტუდენტების მიერ ლექტორის შეფასების საშუალებასაც. მსგავსი ტექნოლოგიები საქართველოში, არა თუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს.

სასწავლო კორპუსს ასევე ექნება სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არამედ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.

ამჟამად, მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, რომელიც თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი გაეცნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც.

ვიდეო: 

სიახლეებში დაბრუნება