13 მაი

1 და 2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია

მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“
ყველა სიახლე

შეხვედრა

10/17/2021



ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებთან 16 ოქტომბერს შეხვედრა გამართა იაპონიის, კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (KUAS) საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონ კიიოში ტაკედამ და საქართველოს განათლების საკონსულტაციო ცენტრ „პრაიმ სთადის“ დამფუძნებელმა ბატონ დავით მიქელაძემ. სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ კიოტოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და სასწავლოს სტიპენდიების მოპოვების შესახებ. სტუდენტებს გაეცათ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე. ასევე დაისახა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.

სტუდენტებმა ვინც ვერ მოახერხეს შეხვედრაზე დასწრება მიბმული ფაილით შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციის მიღება უნივერსიტეტის, სასწავლო პროგრამის, მისაღები მოთხოვნების, სტიპენდიების, სწავლის შემდგომი დასაქამებისა და სხვა პრაქტიკული დეტალების შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება