02/03/2020
ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ინფორმაციას და მითითებულ ბმულსაც, სადაც დეტალურად არის მოცემული 2019/2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის განრიგი.
- II სემესტრში სასწავლო პროცესი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის განახლდება 2020 წლის 24 თებერვალს.
- სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის პირველი სემესტრი დასრულდება 2020 წლის 13 ივნისს.
- შუასემესტრული (შუალედური) გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით.
- მიმდინარე აქტივობები შეფასდება შესაბამის სილაბუსში მითითებულ კვირებში.
- დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება 2020 წლის 15-დან 20 ივნისის ჩათვლით.
- მეორე სემესტრის ფინალური გამოცდების ჩაბარება მოხდება 2020 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
- დამატებით გამოცდების ჩაბარება მოხდება 2020 წლის 6-დან 11 ივლისის ჩათვლით.
2019/2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის დეტალური განრიგი იხილეთ აქ
სიახლეებში დაბრუნება