19 მაი

აკრედიტაციის სახელმძღვანელო

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია,
დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის
სტანდარტების მოთხოვნები.
სახელმძღვანელო შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე >>>>>სახელმძღვანელო<<<<
25 დეკ

ცვლილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2018 წლის 21 დეკემბრის № 01-05-04/340 დადგენილებით შევიდა ცვლილებებიაკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 2627 დადგენილებაში „სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილებები შევიდა დადგენილების მე-4 და წესის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ცვლილებები არ ეხება კოდის სტრუქტურასა და შინაარსს.მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცვლილება შეტანილია წესის მე-10 პუნქტში.
დადგენილების კოდიფიცირებული ვერსია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://gtu.ge/quality/Files/Pdf/dadgenilebiani.pdf
20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ ახალ წელს
ყველა სიახლე

shemocmeba

შემოწმება (შეფასება)

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის ფაქტობრივ ანალიზს, შესაბამის სტანდარტებსა და დადგენილ კრიტერიუმებს. იგი ემსახურება უნივერსიტეტის ეფექტურად წარმოჩენას თავისი საქმიანობის სფეროში.

საქმიანობის შედეგების შეფასება უნივერსიტეტის ფარგლებში რეგულარულად მიმდინარეობს. მონიტორინგის პროცესის განგანსხვავებით, საქმიანობის შედეგების ხარისხის შემოწმების დანიშნულებაა შეაფასოს სამუშაოს შესრულების ხარისხიან პროდუქტის ვარგისიანობა შემაჯამებელი შეფასების სკალით კონკრეტული დროის შუალედში. შემოწმება არის ძირითადი საშუალება, რომლიც ფასებს უნივერსიტეტის მუშაობა, მისი მისიის, პოლიტიკის, გეგმებისა და შესაბამისი პროცესების განხორციელების დონეს. შემოწმებამ უნდა წარმოაჩინოს უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და, ამასთან ერთად, გვიჩვენოს სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში გათვალისწინებული პროცესები საჭიროებს რეგულარულ შეფასებასა და შედეგების ანალიზს. სისტემატური კონტროლი და ანგარიშგება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინო გახდება რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტის მიზნები და შიდა სტანდარტები უნივერსიტეტის პოლიტიკასა და პროცედურებსრამდენად სამართლებრივი და თანმიმდევრული ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობს მათი განხორციელება უნივერსიტეტის მასშტაბით.

შემოწმების შედეგებმა შეიძლება პერიოდულად მოითხოვოს შესწორებების შეტანა პროგრამებში, პოლიტიკაში, პროცედურებში, ორგანიზაციულ მიდგომასა დაგეგმებშიც კი, რათა სხვადასხვა სახის შეფასებები მოაქციოს ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანსისტემაში.