ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფა

 

ხარისხის უზრუნველყოფა არის შიდა და გარე შეფასების პროცედურები, პროცესები და მეთოდები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის ამაღლებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, შესაბამის მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლის მიზანია სწავლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ამოცანებია:
·         უნივერსიტეტის დახმარება მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში;
·         უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
·         უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი საქმიანობის შემდგომი განვითარების მიზნით.
 
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღწერს ყველა იმ ელემენტს, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. იგი უნივერსიტეტის მართვის პროცესის შემადგენელი ელემენტების: დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის განუყოფელი ნაწილია. სისტემა უნდა მოქმედებდეს უნივერსიტეტის მისიის, პოლიტიკის, სამართლებრივი და სხვა ვალდებულებების კონტექსტში, უნდა ეყრდნობოდეს ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს, რითიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში.
სისტემა ახორციელებს ციკლურ პროცესს, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს: დაგეგმვა, განხორციელება, შემოწმება და გაუმჯობესება (Planning, Implementing, Checking and Improving - PICI).
უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესი დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ  (2011 წლის 6 მაისის №4501 დადგენილება).

 

For years, erectile dysfunction were only available in the United States fast that generic viagra online is just as alike as efficient as cialis online prepared.