03 თებ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნები. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და/ან განვითარებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია არ არის ყოვლისმომცველი და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

იხილეთ სახელმძღვანლო 




25 დეკ

ცვლილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2018 წლის 21 დეკემბრის № 01-05-04/340 დადგენილებით შევიდა ცვლილებებიაკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 2627 დადგენილებაში „სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილებები შევიდა დადგენილების მე-4 და წესის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ცვლილებები არ ეხება კოდის სტრუქტურასა და შინაარსს.მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცვლილება შეტანილია წესის მე-10 პუნქტში.
დადგენილების კოდიფიცირებული ვერსია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://gtu.ge/quality/Files/Pdf/dadgenilebiani.pdf
20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ ახალ წელს
ყველა სიახლე

gaumjobeseba

გაუმჯობესება

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ემყარება რეგულარული მსჯელობის, შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგების ანალიზს, რომელიც აისახება პერიოდულ ანგარიშებში, წინადადებებსა და რეკომენდაციებში. აღნიშნულ დოკუმენტებში ფიქსირდება უნივერსიტეტის საქმიანობის გასაუმჯობესებელი სფეროები, განხორციელების გზები და რეკომენდაციები.

საქმიანობის გაუმჯობესების პროცესი ძირითადად მოიცავს უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრულ მიმდინარე ან დაგეგმილ ქმედებებს, როგორც შემდგომი დაგეგმვის ციკლის ნაწილს.