03 თებ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნები. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და/ან განვითარებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია არ არის ყოვლისმომცველი და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

იხილეთ სახელმძღვანლო 




25 დეკ

ცვლილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2018 წლის 21 დეკემბრის № 01-05-04/340 დადგენილებით შევიდა ცვლილებებიაკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 2627 დადგენილებაში „სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილებები შევიდა დადგენილების მე-4 და წესის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ცვლილებები არ ეხება კოდის სტრუქტურასა და შინაარსს.მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცვლილება შეტანილია წესის მე-10 პუნქტში.
დადგენილების კოდიფიცირებული ვერსია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://gtu.ge/quality/Files/Pdf/dadgenilebiani.pdf
20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ ახალ წელს
ყველა სიახლე

ganxorcieleba

განხორციელება

ხარისხისუზრუნველყოფისსისტემაგულისხმობს სტრატეგიასა და შესაბამის პროცედურებს, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის მაღალ ხარისხსა და სტანდარტებს. პირველ რიგში, იგულისხმება პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სათანადო ხარისხი, მათი რეგულარული მონიტორინგისა და პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია ამ პროცესებში სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და შრომის ბაზრის ფორმირებასთან დაკავშირებული სხვა პირების მონაწილეობა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში ოფიციალური სტრუქტურული ერთეულების არსებობასშესაბამისი ფუნქციონალური მოვალეობებისა და უფლებამოსილებათა მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით. მათი საშუალებითხორციელდებასხვადასხვასაქმიანობათუინიციატივახარისხისუზრუნველყოფისა და განვითარებისმიმართულებით.ასეთი სტრუქტურირება, პირველ რიგში, გულისხმობს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სათანადო დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნას. გარდა ამისა,ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაემყარებსაინოვაციოცენტრებს, ტექნოლოგიურპარკებს, საცდელწარმოებებს, საკონსტრუქტორობიუროებსდაა..,რომლებიცგანაპირობებენსწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მაღალ ხარისხს და, აგრეთვე,უნივერსიტეტშისაბაზრომექანიზმებისამუშავებას.