10 სექ

სიახლე

დიპლომის დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დიპლომის დანართში განხორციელებული ცვლილებები შეეხო მასში ისეთი ინფორმაციის აღწერის აუცილებლობას (ECTS-ის კრედიტები, სწავლის შედეგები), რაც მნიშვნელოვანია კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და აღიარებისათვის.
28 ივნ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საყურადღებოდ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოსადგენი ანგარიშის შესახებ

დაწესებულებების პროგრამები, რომელთაც ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭათ აკრედიტაცია ან მომავალში მიენიჭებათ, ანგარიში უნდა წარმოადგინონ ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე ანგარიშის ფორმა

18 ივნ

სიახლე

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების შესახებ
ყველა სიახლე

charcho

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

18 ივნისი, 2018

8 და 15 ივნისს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს შემდეგი დოკუმენტები: პროფესიული სტანდარტების პროექტები: ,,ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი“; ,,ვეტერინარიფარმაცევტის თანაშემწე“; ,,ზოოტექნიკოსის ასისტენტი“; ,,კინოლოგის ასისტენტი“; ,,მეაბრეშუმე“ ; ,,მემცენარე“; ,,მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი“; ,,სანერგე მეურნეობის სპეციალისტი“; მწვანე ნარგავების მოვლის სპეციალისტი; სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი; ჩაის მოვლა-მოყვანის სპეციალისტი. აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები: „ვეტერინარია“; „ბიო¬მეურნეობა; „სოფლის მეურნეობა“; „მებაღეობა“. 

განსახილველის საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომა საჯარო ფორმატით წარიმართა და მას დაესწრნენ დაინტერესებული მხარეები: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა პროექტების საჯარო განხილვა (დოკუმენტების პროექტები ატვირთული იყო ცენტრის ვებგვერდზე). 

საბჭოს წევრებმა, აგრეთვე სხდომაზე დამსწრე დაინტერესებულმა მხარეებმა, დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს. 
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის ზემოაღნიშნული პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენისრეკომენდაციას.

საინფორმაციო წყარო: https://eqe.ge