საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში, შეფასების პროცესი და უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის ფაქტობრივ ანალიზს, სტანდარტებსა და საქმიანობის სფეროში უნივერსიტეტის ეფექტურად წარმოჩენას. ჩვეულებრივ, ეს შეფასება უნივერსიტეტის ფარგლებში რეგულარულად უნდა მიმდინარეობდეს. შეფასება განსხვავდება მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესისგან იმით, რომ მისი დანიშნულებაა შეაფასოს სამუშაოს შესრულება ან პროდუქტის ვარგისიანობა შემაჯამებელი შეფასების სკალით კონკრეტული დროის შუალედში. შეფასება არის ძირითადი საშუალება, რომლითაც უნდა შეფასდეს უნივერსიტეტის მუშაობა, მისი პოლიტიკის, გეგმებისა და პროცესების განხორციელება.  შეფასებამ უნდა წარმოაჩინოს უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და გვიჩვენეოს სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.

 

უკუკავშირის პროცესები

უნივერსიტეტის მომსახურებასა და საქმიანობაში რეგულარული და ხშირი უკუკავშირი არის დაინტერესებულ ჯგუფებთან ინფორმაციის რეგულარული გაცვლის საშუალება, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ნაწილს. მაგალითად, უკუკავშირი მიიღება სტუდენტების, თანამშრომლების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებისა და გარეშე პირების გამოკითხვის საშუალებით. უკუკავშირი ჩვეულებრივ ექვემდებარება სისტემატურ ანალიზს. მან არა მხოლოდ დახმარება უნდა გაუწიოს ხარისხის შეფასების პროცესს, არამედ განსაზღვროს თუ რა დონეზეა არსებული მდგომარეობა, სად არის აუცილებელი ან სასურველი გატარდეს გასაუმჯობესებელი ღონისძიები.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა გვიჩვენოს გასატარებელი ცვლილებები და გაუმჯობესების გზები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებისგან უკუკავშირის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე.