03 თებ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნები. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და/ან განვითარებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია არ არის ყოვლისმომცველი და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

იხილეთ სახელმძღვანლო 




25 დეკ

ცვლილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2018 წლის 21 დეკემბრის № 01-05-04/340 დადგენილებით შევიდა ცვლილებებიაკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 2627 დადგენილებაში „სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილებები შევიდა დადგენილების მე-4 და წესის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ცვლილებები არ ეხება კოდის სტრუქტურასა და შინაარსს.მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცვლილება შეტანილია წესის მე-10 პუნქტში.
დადგენილების კოდიფიცირებული ვერსია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://gtu.ge/quality/Files/Pdf/dadgenilebiani.pdf
20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ ახალ წელს
ყველა სიახლე

სწავლება საზღვარგარეთ

სწავლება საზღვარგარეთ 02-07-2018 საბერძნეთის რესპუბლიკის სტიპენდიები

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცხადა მიღება საქართველოს მოქალაქეებისათვის სასტიპენდიო პროგრამებზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო განაცხადი მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.mfa.gr/missionsabroad/en/georgia.html


 

სიახლეებში დაბრუნება