სიახლე

01-03-2016 1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების

ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ

დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის

ჩარჩო დოკუმენტში ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია ცენტრს ცვლილების

განხორციელებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ცვლილებიდან

გამომდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებისა და

ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შესახებ, ასევე ასახოს ეს ინფორმაცია

თვითშეფასების წლიურ ანგარიშში.”.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის

საფასურის“ (დანართი № 2) მე-2 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი

შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე

შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების

ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო

დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა

განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ

დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი

ასიგნებებიდან.”.

სიახლეებში დაბრუნება