17 სექ

გილოცავთ

ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო!

გილოცავთ ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს სასწავლო, პედაგოგიურ, სამეცნიერო საქმიანობაში.
დაისახეთ ახალი მიზნები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენ მათ აუცილებლად მიაღწევთ.

მუდამ თქვენს გვერდით,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

11 სექ

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია
10 სექ

სიახლე

დიპლომის დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დიპლომის დანართში განხორციელებული ცვლილებები შეეხო მასში ისეთი ინფორმაციის აღწერის აუცილებლობას (ECTS-ის კრედიტები, სწავლის შედეგები), რაც მნიშვნელოვანია კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და აღიარებისათვის.
ყველა სიახლე

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

11-09-2019 საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 2018-2019 წლებში, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია წამყვან ქართულ უნივერსიტეტებს შორის. იგულისხმება ის უნივერსიტეტები, რომელთაც მოცემულ პერიოდში Web of Science Core Collection-ში 50-ზე მეტი პუბლიკაცია აქვთ ინდექსირებული.

საქართველოს უნივერსიტეტების მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ციტირების გავლენა მონაცემთა ანალიტიკისა და სტატისტიკის გლობალურმა ქსელმა – Clarivate Analytics-მა გააანალიზა. კვლევა ანალიტიკური სისტემა InCites-ის გამოყენებით ტარდება, ხოლო კვლევის პროცესში ინდიკატორები Web Science of Core Collection-ის მონაცემებს ემყარება.

როგორც ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი გამოავლინა, როგორც ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით, ისე ციტირების პროცენტულობის მხრივ.

 

სიახლეებში დაბრუნება