ყურადღება

16-10-2018 საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;“;
ბ) „პ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ3) ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს;“.
2. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“.
3. 63-ე მუხლის:
ა) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის) აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა) განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“.  
4. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით.“.
5. 66-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციისა და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:
„თავი XIV1
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მუხლი 862. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მონაცემების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრული მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 863. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
მუხლი 864. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.“.
მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი არის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყარო. ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად.
მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების ამოქმედებამდე და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე.
მუხლი 5. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                           გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,
20 სექტემბერი 2018 წ.
N3444-Iს


სიახლეებში დაბრუნება