საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

19 ივლ

ყურადღება

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და: 1. 040103 ქვედარგი/სპეციალიზაცია „კომპიუტერული ინჟინერია“ ამოღებულ იქნეს; 2. 0417 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 0418 დარგი/სპეციალობა: „0418 - კომპიუტერული ინჟინერია“.
21 მარტ

ყურადღება

მ/წ 19 თებერვალს შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: 
1. უმაღლესი განათლების შესახებ.ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია: 561-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან) და მე-3 პუნქტი; 562-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები; 564-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი; 66-ე მუხლის 1-3 პუნქტები, ამავე მუხლს დაემატა 31 – 33 პუნქტები; 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია.
 2. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“. შევიდა შემდეგი ცვლილებები: მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი; მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და დაემატა 21 პუნქტი(ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან); მე-11 მუხლის პირველი, მე-4- მე-6 პუნქტები; მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, დაემატა მე-4 პუნქტი; მე-16 მუხლი; მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; 22-ე მუხლის 1-3 პუნქტები, დაემატა 31-34 პუნქტები; 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, დაემატა მე-4 პუნქტი; კანონს დაემატა IV1თავი (ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან); დაემატა 322 მუხლი. 
3. პროფესიული განათლების შესახებ“. მე-14 მუხლს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი; შეიცვალა 201 მუხლის 11 პუნქტი. ზემოაღნიშნული ცვლილებები (კანონების ბოლო რედაქციები) შეგიძლიათ იხილოთ ბმულების საშუალებით.
01 მარტ

სიახლე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის

დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010

წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
ჩარჩო დოკუმენტში ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია ცენტრს ცვლილების
განხორციელებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ცვლილებიდან
გამომდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებისა და
ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შესახებ, ასევე ასახოს ეს ინფორმაცია
თვითშეფასების წლიურ ანგარიშში.”.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საფასურის“ (დანართი № 2) მე-2 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე
შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების
ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა
განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ
დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი
ასიგნებებიდან.”.
21 ივლ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №72/ნ ბრძანების თანახმად, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება
14 ივლ

სიახლე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის №68/ნ ბრძანების თანახმად, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს“ მე-4 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
14 ივლ

სიახლე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის №69/ნ ბრძანების თანახმად, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს დანართ №2-ში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ა) შეიცვალა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-8 პუნქტი შეიცვალა;
გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატა მე-4 მუხლი.
14 ივლ

სიახლე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის # 70 ბრძანებით შევიდა შემდეგი ცვლილებები: 1) შეიცვალა დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „გ“, მე-8 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; 301 მუხლის მე-2 პუნქტი; 38-ე მუხლი. 2) დებულების 25-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, ხოლო მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ მე-2 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი. 

09 ივნ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №54/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე.“
ბ) მე-40 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის პირველ თებერვლამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე.“
09 ივნ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №55/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება ყოველი წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე.“.
14 იან

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა შემდეგი ცვლილება: კანონს დაემატა 898-ე მუხლი (იხ. ბმული)
13 იან

ყურადღება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №171/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე და 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე.“.
12 იან

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა შემდეგი ცვლილება: კანონს დაემატა 898-ე მუხლი (იხ. ბმული)
12 დეკ

ყურადღება

უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 8 დეკემბრის #1350 დადგენილებით დაამტკიცა სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების ახალი წესი. დადგენილებაში მოცემულია ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია აღნიშნული წესის დანერგვისათვის. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დადგენილებასა და კოდების მინიჭების თანდართულ წესს (იხ. ბმული).


14 ნოე

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 30 ოქტომბერს შევიდა შემდეგი ცვლილებები: მე-2 მუხლის „ჰ“, „ჰ1“, „ჰ28“ ქვეპუნქტები შეიცვალა, დაემატა „ჰ44“ და „ჰ45“ქვეპუნქტები; მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ5“ და „გ6“ ქვეპუნქტები; მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „პ8“ ქვეპუნქტი; კანონს დაემატა „492“ მუხლი; 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალა; 54-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალა; 541 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალა; 89-ე მუხლს დაემატა 29-ე პუნქტი (იხ. ბმული

სიახლეები 1 - 15 სულ 15
პირველი | წინა. | 1 | შემდეგი | ბოლო ყველა