ფაკულტეტი-ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია

კონფერენცია თემაზე: ,,ენერგეტიკა და გარემო“.

02/23/2018

2018 წლის 17 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტეზე სააქტო დარბაზში გაიმართა სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ენერგეტიკა და გარემო“.

 კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე, ასოცირებული პროფესორი ნათია არაბიძე და ასისტენტ პროფესორი ელენე ფანცხავა.

   კონფერენციაზე  მომხსენებით გამოვიდა 24 სტუდენტი. ჟიურის წევრები იყვნენ: ფაკულტეტის დეკანი ბატონი გია არაბიძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით შარიქაძე; ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი აბულაშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბატონი კახაბერ მდივანი; საკონსულტაციო-საპროექტო კომპანიის Gross-energy-ის დირექტორი ბატონი ანგური ტყებუჩავა.

   სტუდენტთა მოხსენებების თეზისები დაიბეჭდება სტუ-ს შრომათა კრებულში. გამარჯვებულ სტუდენტებს გადეცემა სერტიფიკატები.

   კონკურსში გაიმარჯვეს:

   მაგისტრატურა - დოქტორანტურა:

1. ადგილი - ხატია არაბიძე;  2. ადგილი - ვალერი ბურჯალიანი.

ბაკალავრიატი:
1. ადგილი - სანდრო გელაშვილი და გიორგი ხარაიშვილი;

2. ადგილი - ირაკლი ფოფხაძე და სოსო მინდიაშვილი;

3. ადგილი - ქეთევანი გოგიშვილი.

ვულოცავთ მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.





სიახლეებში დაბრუნება